ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის ატომური იარაღის საცდელ ბაზაზე გვირაბის ჩამოშლამ 200 ადამიანი შეიწირა

Google

იაპონური მედია სააგენტოს, TV Asahi-ს ცნობით სექტემბერში, ჩრდილოეთ კორეის ატომური იარაღის საცდელ ბაზაზე აფეთქებამ გვირაბის ჩამოშლა გამოიწვია, რასაც ჯამში 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

სააგენტოს თქმით 100 ადამიანი გვირაბის ჩამოშლისას, ხოლო კიდევ 100-მდე სამაშველო სამუშაოებისას დაიღუპა.

ექსპერტების თქმით ტერიტორიაზე განხორციელებული მეექვსე აფეთქების შემდეგ გამოწვეული მეწყერი იმაზე მიუთითებს, რომ რეგიონი სტაბილური აღარაა და ფხენიანი მას ატომური იარაღის გამოსაცდელად დიდხანს ვეღარ გამოიყენებს.

კომენტარები