ბანქოს სახლი

Netflix "ბანქოს სახლის" ფინალურ, მეექვსე სეზონს აანონსებს

prevuemeetings.com

Netflix "ბანქოს სახლსს" მე-6 სეზონით დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Independent ავრცელებს. მაყურებელი საყვარელი შოუს ფინალურ სერიებს 2018 წელს იხილავს.

Netflix-ის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც "House of Cards"-ის ვარსკვლავი, ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისი ჰებეფილიაში (11-14 წლის ბავშვებთან სექსუალური ურთიერთობა) დაადანაშაულეს.

მიუხედავად იმისა, რომ სიახლეები 24 საათზე ნაკლები დროის ინტერვალით გავრცელდა, შოუს შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მიღებული გადაწტყვეტილება სერიალის მე-6 სეზონით დასრულების შესახებ კევინ სპეისის ბრალდებებთან კავშირში არაა. მათი თქმით, მოლაპარაკებები და განხილვები ამ თემაზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო.

შეგახსენებთ, კევინ სპეისი ძალადობაში მსახიობმა ენტონი რეპმა დაადანაშაულა. 

კომენტარები