ავტოავარია

ავტოავარია ჩაქვში - დაშავდა ექვსი ადამიანი

დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენ ხუთს კი, დაჟეჟილობები აქვთ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები