ტყიბულის მაღარო

ეკონომიკის სამინისტრო: მაღაროში უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები იკვეთება

netgazeti.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ რომ ამ დროისათვის არსებული დასკვნის მიხედვით, მომხდართან დაკავშირებით, უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები იკვეთება.

"მთელი ღამის განმავლობაში ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში იმყოფებოდა ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვისსამინისტროს ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ადგილზე არსებულ ვითარებას ამ დრომდე სწავლობს. სპეციალისტებმა დაათვალიერეს დაშეისწავლეს ის ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად 27 ოქტომბერს მეშახტე დავით ფორჩხიძე გარდაიცვალა. ამეტაპისთვის არსებული დასკვნით, იკვეთება უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები."- წერია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციითვე, მაღაროში სამთო მასის ჩამოშლა მოკვლევის სამუშაოების დროსაც მოხდა, რის გამოც კონკრეტულ უბანზე სამუშაოების შეჩერების რეკომენდაცია გაიცა. 

"მარაროში სამთო მასის ჩამოშლა მოკვლევის განხორციელებისასაც მოხდა,  რის გამოც ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვისსამინისტროს ერთობლივი ჯგუფის მიერ კონკრეტულ სამუშაო უბანზე სამუშაოების შეჩერების რეკომენდაცია გაიცა." - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში უბედურ შემთხვევას 50 წლის მეშახტე გუშინ ემსხვერპლა. ერთ-ერთ ყველაზე საშიშ უბანზე ქვანახშირი ჩამოიშალა და მეშახტე ქვეშ მოყვა. ადგილზე მომუშავე კიდევ სამი ადამიანიდან, ერთი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა აღძრული, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები