გიორგი ალიბეგაშვილი

საკრებულოს შემდეგ ალიბეგაშვილი ენის სახელმწიფო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

თბილისის საკრებულო

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტს საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი დაიკავებს. 

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო ენის შესახებ კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარეს ევალება, ჩამოაყალიბოს სტრუქტურა, მოამზადოს დეპარტამენტის დებულება, ხოლო სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ თანამშრომლები შეარჩიოს. 

სახელმწიფო ენის შესახებ კანონის თანახად, ენის დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია - ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვისა და პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სპეციალურ ტერმინთა დადგენისა და დამკვიდრების უზრუნველმყოფი და სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო; სსიპ-მა მუშაობა 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო. 

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ალიბეგაშვილი პროფესიით ფილოლოგია, არის პროფესორი და წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა. 

კომენტარები