თორნიკე ოქრიაშვილი

თორნიკე ოქრიაშვილი: LGBT სამკლაურს ჩემი გადაწყვეტილებით არ გავიკეთებდი

irishmirror.ie

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა. ამ ფაქტს ინტერნეტ სივრცეში ნეგატიური გამოხმაურებები მოყვა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების ნაწილისგან.
ამ თემასთან დაკავშირებით ტაბულა საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ნახევარმცველს თორნიკე ოქრიაშვილს ესაუბრა.

"მხოლოდ ჩემი მისაღები თუ იქნებოდა გადაწყვეტილება, ამ სამკლაურს არ გავიკეთებდი. რთულია, როცა გუნდის კაპიტანი ხარ და სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გაქვს. ამ დროს კლუბის ინტერესებსაც ითვალისწინებ და ბევრ სხვა გარემოებას.

ამიტომ, მიჭირს კაშიას გადაწყვეტილების შეფასება, მაგრამ პატივს ვცემ მას. მე საკმაოდ ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ არ გამეკეთებინა ეს სამკლაური.

რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის გამოხმაურებას. არ დავიჯერე, როცა წავიკითხე, მის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენო. როგორ შეიძლება გურამის ნაკრებიდან გაშვებაზე ვილაპარაკოთ, ეს სისულელეა.

მეც, ნაკრების დანარჩენ წევრებთან და ნამდვილი გულშემატკივართან ერთად კაშოს გვერდით ვარ, განსხვავებით იმ ხალხისგან, ვინც მისი ნაკრებიდან გაშვებას ითხოვს. მისნაირი სამაგალითო პიროვნებას და პროფესიონალს მე პირადად არ ვიცნობ." - თქვა თორნიკე ოქრიაშვილმა.

კომენტარები