უვიზო მიმოსვლა ევროპასთან

ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის ახალი რეგულაციები მიიღო

amazonaws.com

ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, ახალ რეგულაციებს მხარი დაუჭირა.

რეგულაციების პროექტს თავდაპირველად სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტში უყარეს კენჭი, სადაც 42-ით 12-ის წინააღმდეგ პროექტი განხილვის მომდევნო ეტაპზე გაიტანეს. 

რეგულაციებს მხარი ევროპარლამენტის 477-მა დეპუტატმა დაუჭირა, 139-მა კი პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. ევროპარლამენტარებმა განმარტეს, რომ შენგენში შესვლის წესები უსაფრთხოების საკითხებში გაჩენილმა პრობლემებმა და უკანასკნელ წლებში მოგზაურთა ნაკადის გაზრდამ გამოიწვია. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეგულაციები საქართველოსაც შეეხება.

ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული შემუშავებული პროექტის მიხედვით, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზოდ შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში (ETIAS) სამგზავრო ნებართვის აღებაც მოუწევთ. მესამე ქვეყნის მოქალაქემ სპეციალურად შექმნილ საიტზე უნდა ჩაწეროს თავისი პერსონალური და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები, ასევე უნდა მიუთითოს მონაცემები განათლებისა და საქმიანობის შესახებაც. ამასთან, კითხვების მიხედვით დგინდება აპლიკანტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, მაგალითად, ხომ არ არის ის რომელიმე ინფექციის გადამტანი. გარდა ამისა, საიტის მიხედვით მოწმდება აქვს თუ არა აპლიკანტს კრიმინალური წარსული და ყოფილა თუა რა საომარ ზონაში. 

აპლიკანტის მონაცემების დამუშავება მას შემდეგ დაიწყება, რაც დადასტურდება მოსაკრებლის გადახდა. მოქალაქის მიერ შეყვანილ მონაცემებს ევროპოლისა და ინტერპოლის შესაბამისი უწყებები გადაამოწმებენ. 

კომენტარები