რუსეთის კინოთეატრებში ფილმ "მატილდას" პრემიერა შედგა, რომელიც რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის და ბალერინა მატილდა კშესინსკაიას სასიყვარულო ურთიერთობას მოგვითხრობს.
პრემიერა კინოთეატრთან გაძლიერებული დაცვის პირობებში ჩატარდა, რადგან ფილმს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და ერთი თვით ადრე ეკატერინბურგში გამართული ჩვენებისას მათ კინოთეატრის გადაწვა სცადეს.
პრემიერის დღეს კინოთეატრთან პოლიციამ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აქტივისტები დააკავა, რომლებიც ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები ფილმს იმის გამო ეწინააღმდეგებიან, რომ ნიკოლოზ II და მისი ოჯახი, რომლებიც ბოლშევიკებმა 1918 წელს დახოცეს რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2000 წელს წმინდანებად შერაცხა.





