საქართველოს ბანკის დაფინანსებით, “კახური ტრადიციული მეღვინეობის” (KTW) ჯგუფი კახეთში, კერძოდ, ახაშენში 41-ნომრიან სასტუმროს ააშენებს. სასტუმროში განთავსდება ღვინის მარანი, სადეგუსტაციო ტერიტორია, რესტორანი და საცურაო აუზი. სასტუმროს პროექტის მოცულობა 2.3 მლნ აშშ დოლარია, რომელიც საქართველოს ბანკი აფინანსებს. დაფინანსება ასევე გაიცა DCFTA პროექტის ფარგლებში.
KTW ჯგუფი და “საქართველოს ბანკი” 2014 წლიდან თანამშრომლობენ. ამ დრომდე ჯგუფმა საქართველოს ბანკის დაფინანსებით ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა. მათ შორის არის ღვინის საწარმოები - ველისციხეში, ქედასა და ასკანაში. KTW ჯგუფის ღვინო და კონიაკი მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში იყიდება. უკრაინაში კი, ბრენდის ჯამური იმპორტის 70% სწორედ KTW ჯგუფის წარმოებულ პროდუქციაზე მოდის.
“საქართველოს ბანკის” დაფინანსებით KTW ჯგუფმა ველისციხის ღვინის საწარმოების ტერიტორიაზე, კახეთის რეგიონში ერთერთი ყველაზე დიდი სპირტის სახდელი საწარმო ააშენა და აღჭურვა. ქარხანა ყურძნის ერთერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. საღვინე ცისტერნები - 4816 ტონას იტევს, ხოლო სასპირტე - 9200 ტონას. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, KTW ჯგუფს მიღებული და გადამუშავებული აქვს 50,000 ტონამდე ყურძენი. ჯამში ჯგუფს 501 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
საქართველოს ბანკსა და KTW ჯგუფს შორის თანამშრომლობის ერთერთი პირველი შედეგი ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმოს მშენებლობა გახლდათ - ქედასა და ჩოხატაურში. 2014 წელს საქართველოს ბანკმა დააფინანსა პროექტი, რომელიც „ნენა“-ს ბრენდის ქვეშ მაღალი ხარისხის, ნატურალურ ჯემებსა და კომპოტებს აწარმოებს. პროდუქცია ქართულ ბაზარზე დიდი მოწონებით სარგებლობს, რაც მუდმივად მზარდ გაყიდვებში გამოიხატება. „ნენა-„ს პროდუქცია ექსპორტზე ჩინეთშიც გადის.





