მარიხუანა

ამაზონმა მომხმარებელს შეცდომით 29 კილოგრამი მარიხუანა გაუგზავნა

ამაზონმა მომხმარებელს სხვა ნივთის ნაცვლად მარიხუანა გაუგზავნა.

ორლანდოში მცხოვრებმა წყვილმა ამაზონიდან სულ სხვა ნივთი გამოიწერეს, მაგრამ როდესაც ამანათი ჩამოვიდა ის იმაზე მძიმე აღმოჩნდა ვიდრე უნდა ყოფილიყო. კონტეინერების გახსნის შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა - აღმოჩნდა, რომ ყველგან მარიხუანა იდო. საერთო ჯამში ამაზონმა მათ 29,5 კილოგრამი მარიხუანა შეცდომით გამოუგზავნა. წყვილმა პოლიციაში დარეკა, თუმცა ამაზონს ჯერჯერობით ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები