კრიმინალი

ზუგდიდში, ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია დაჭრეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მისი სახლის ეზოში, გუშინ საღამოს მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ქუჩულორია მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები