თქვენ სრულიად უმსგავსოდ მოატყუეთ არა სხვისი ამომრჩეველი, არამედ თქვენი ამომრჩეველი. თქვენი ამომრჩეველი ტაშს გიკრავდათ, რომ უნდა გადასულიყავით პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ თქვენ ის მოატყუეთ. რატომ აღარ გაინტერესებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ქართული საზოგადოება, თქვენი ამომრჩეველი იმედგაცრებულია? იმიტომ, რომ თქვენ გაცვალეთ თქვენი იმიჯი, პოპულარობა ძალაუფლებაში. გგონიათ, რომ თუ გექნებათ ძალაუფლება და ბერკეტები, რომ რაღაცნაირად ჩაატაროთ არჩევნები და მოიპოვოთ, ეს ყველაფერს გადაწყვეტს. თქვენ აღარ გაინტერესებთ თქვენი იმიჯი, გაინტერესებთ მხოლოდ ძალაუფლება და ამ ძალაუფლების მოსაპოვებლად ისეთი რამეები ჩაწერეთ კონსტიტუციაში, სირცხვილია. ამ ძალაუფლების მოსაპოვებლად თქვენ ეთამაშებოდით ეთნონაციონალურ, სოციალურ და რელიგიურ გრძნობებს. ეს არის პოპულიზმის უკიდურესი და უმსგავსო ფორმები. თქვენ, ვითომ ქართული მიწის სიყვარულით აუკრძალეთ საქართველოს მოქალაქეს გაეყიდა მიწა და ფატობრივად შეზღუდეთ ადამიანის კერძო საკუთრება.
საკონსტიტუციო ცვლილებები
რატიანი ოცნებას: ხალხი მოატყუეთ, ეთნონაციონალურ, რელიგიურ გრძნობებს ეთამაშებოდით
tbl.ge/2k30
დაკოპირდა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც კონსტიტუციაზე პრეზიდენტის ვეტო განიხილება.
საქართველოს კონსტიტუციასაქართველოს პარლამენტისერგო რატიანიევროპული საქართველოსაპარლამენტო უმცირესობასაკონსტიტუციო ცვლილებები
ამავე თემაზე
- კობახიძე: სადაც პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, უმჯობესია, იყოს მაღალი საარჩევნო ბარიერი
- კობახიძე: პროპორციულის საკითხი დახურული არაა, წინაპირობაა, რომ თუნდაც ბოიკოტი მოხსნან
- კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელება ბევრ რამეზეა დამოკიდებული
- კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე: ეს იყო კავკასიური ცარცის წრე
- იან კელი კობახიძეს: ნუ ეხუმრები დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას