სექსუალური შევიწროება

ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია ჰარვი ვაინშტაინის საქმეზე შაბათს იმსჯელებს

Hollywoodreporter.com

ოსკარის ცერემონიის ორგანიზატორები ჰარვი ვაინშტაინის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე შაბათს, 14 ოქტომბერს იმსჯელებენ.

"აკადემიის სტანდარტების მიმართ ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები საზიზღარი, საშინელი და არაეთიკურია."- ნათქვამია უმაღლესი კინოაკადემიის განცხადებაში.

ჰარვი ვაინშტაინს რამდენიმე მსახიობმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი, მათ შორის არიან ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ. გარდა ამისა, სამმა მსახიობმა ქალმა თქვა, რომ ცნობილმა პროდიუსერმა ისინი გააუპატიურა. გუშინ, ჟურნალმა New Yorker-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც პროდიუსერი იტალიელ მსახიობ ქალს აბაზანაში შეყოლას აიძულებს.

კომენტარები