ბიძინა ივანიშვილი

საკრებულომ 31 ხმით ბიძინა ივანიშვილს თავისუფლების მოედანზე მიწა ლარად გადასცა

თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში შეკრებილმა ქართული ოცნების უმრავლესობამ გაითვალისწინა ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მოთხოვნა და მას თავისუფლების მოედანზე 1900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა.

საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, ივანიშვილის კომპანია ადგილზე 30 ადგილიან ავტოსადგომს მოაწყობს. 

საკრებულო ახლა თაბორის მთაზე 0.4 ჰექტარის ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემაზე მსჯელობს.

საკრებულოს გარეთ ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელზეც რამდენიმე პირი დააკავეს. შენობის გარშემო პოლიციის კორდონია გაკეთებული, სამართალდამცავები ტერიტორიაზე არავის უშვებენ.

კომენტარები