ევროპული საქართველო

ხოშტარია: 21 ოქტომბერს ყველა ხმას აქვს ძალა, რომ ეს უნამუსობა, ეს მხეცობა შეცვალოს

მეგობრებო, უნდა დავიჯეროთ, რომ 21 ოქტომბერს ყველა ხმას, ყოველ ადამიანს, ვინც იქ მოვა, აქვს ძალა, რომ ეს უნამუსობა, ეს მტაცებლობა, ეს მხეცობა შეცვალოს, და მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს უნამუსოები სახლში. ეს არის ჩვენი გზა.

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე. ცნობისთვის, თბილისის საკრებულო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიის, "ოლდ სითი დეველოპმენთისთვის" პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის 1 ლარად გადაცემას აპირებს.

კომენტარები