ვიცი, რომ ამის მიღწევა რთულია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არ მოგვწონს, თუ კონსტიტუცია შეთანხმებული და მიღებულია მხოლოდ ერთი პარტიის მიერ. ეს არის პრობლემა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები კარგია და კონსტიტუცია კარგია, კონსენსუსის აუცილებლობა მაინც რჩება. კონსტიტუცია ყველასია, ხალხის კუთვნილებაა, საქართველოს და ქართული საზოგადოების კუთვნილებაა. იმისათვის, რომ კონსტიტუცია აღსრულდეს, ქართველები უნდა ამაყობდნენ და აღიარებდნენ კონსტიტუციას. ჩვენ, ვენეციის კომისიას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეგვიძლია და სიტუაციის გაუმჯობესება პოლიტიკურ ძალებზეა. საერთაშორისო საზოგადოებას შესაძლოა ჰქონდეს მოსაზრება, რომ კონსენსუსის დეფიციტი იყო, როდესაც საქმე კონსტიტუციის ფართო მხარდაჭერის საკითხს ეხებოდა
საკონსტიტუციო ცვლილებები
ბუკიკიო: არ მოგვწონს, თუ კონსტიტუცია ერთი პარტიის მიერაა შეთანხმებული და მიღებული
tbl.ge/2jnc
დაკოპირდა
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ინტერვიო საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა. თარგმანი ეკუთვნის საზოგადოებრივ მაუწყებელს.
ამავე თემაზე
- კობახიძე: სადაც პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, უმჯობესია, იყოს მაღალი საარჩევნო ბარიერი
- კობახიძე: პროპორციულის საკითხი დახურული არაა, წინაპირობაა, რომ თუნდაც ბოიკოტი მოხსნან
- კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელება ბევრ რამეზეა დამოკიდებული
- კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე: ეს იყო კავკასიური ცარცის წრე
- იან კელი კობახიძეს: ნუ ეხუმრები დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას