კატალონიის რეფერენდუმი

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტს სესიის გადადება უბრძანა

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის რეგიონულ პარლამენტს ორშაბათს გასამართი სესიის შეჩერება უბრძანა. კატალონიის ლიდერის განცხადების მიხედვით კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ განცხადება სწორედ ორშაბათის სესიაზე უნდა გაკეთებულიყო.

კატალონიის პარტლამენტის სპიკერმა მადრიდის მთავრობა სასამართლოს პოლიტიკური პრობლემების გადაჭრისათვის გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით პარლამენტარებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ მიჰყვებიან თუ არა სასამართლოს ბრძანებას და შესაბამისად გაიმართება თუ არა ორშაბათის სესია.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი პირველ ოქტომბერს ჩატარდა. რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 42%-მდე გამოცხადდა და მათმა 90%-მა ხმა დამოუკიდებლობას მისცა. ოფიციალური მადრიდი რეფერენდუმს და მის შედეგებს არ სცნობს და უკანონოს უწოდებს, ხოლო კატალონიის ლიდერი, კარლოს პუჩემონტი მიიჩნევს, რომ რეგიონმა დამოუკიდებლობის უფლება მოიპოვა. რეფერენდუმის მიმდინარეობისას პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაში ასობით ადამიანი დაშავდა.

კომენტარები