ევროპული საქართველო ხვალ 1 ოქტომბერს პუშკინის სკვერში 18:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართვას. ამის შესახებ განცხადება, პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც მან თაბორის მთაზე გამართა. ევროპული საქართველო ყოფილი პრემიერმინისტრ, ბიძინა ივანიშვილისთვის, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემას აპროტესტებს.
„დღეს ეს ადგილი ეკუთვნის თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქალაქის თითოეულ მცხოვრებს. ეს არის უძვირფასესი ადგილი, სადაც დღეს ყვავის ხეები, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი. დღეს ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ და საკრებულომ გუშინ გადაწყვიტა, რომ ამ ადგილზე, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუნდა თავისი ეზოს გაფართოება, ივანიშვილის და კალაძის მორჩილებით დაუშვა ის რომ აქ აშენდეს მშენებლობები და ემზადებიან, რომ ძალიან მალე საკუთარებაში გადასცენ სიმბოლურ ფასად. ეს ტერიტორია, რომელიც კანონით არ ეკუთვნის ჯერ ბიძინა ივანიშვილს უკვე შემოღობილია. კალაძისთვის და ივანიშვილისთვის კანონი არის მათი კორუფციული სურვილების შესრულების გზა. ევროპული საქართველო მოუწოდებს ყველას, ხვალ 18:00 საათზე, პირველ ოქტომბერს, პუშკინის სკვერში გავაპროტესტოთ ეს უკანონობა, გავაპროტესტოთ დამოკიდებულება ჩვენი ქალაქის მიმართ, გავაპროტესტოთ დამოკიდებულება კანონის მიმართ და ვუთხრათ არა იმას, რომ ვინმემ, როდესმე მიიტაცოს ჩვენი ტერიტორიები." - ამბობს ხოშტარია.
გუშინ საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც ოპოზიციის და აქტივისტების პროტესტმა გამოიწვია - ისინი პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას აპროტესტებდნენ. ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვდა. ოპოზიცია ხსდომის გადადებას ითხოვდა თუმცა, ისინი საკრებულოს დარბაზიდან ძალიას გამოყენებით გაიყვანეს და მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
კომპანია საკრებულოსგან ამ ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესყიდვას გეგმავს. ნაკვეთზე "პანორამა თბილისის" ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორირეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს.





