თბილისის საკრებულო

საკრებულოში პოლიციამ სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის წევრი დააკავა

primetimenews.ge

თბილისის საკრებულოში დაპირისპირების დროს პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, თუმცა დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს. გავრცელებული ცნობით, დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრია. უწყებისვე ცნობით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობისა და და 173-ე, პოლიციისთვის ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო. 

საკრებულოში ხმაური ოპოზიციის და აქტივისტების პროტესტმა გამოიწვია - ისინი პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას აპროტესტებდნენ. ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვს. კომპანია საკრებულოსგან ამ ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესყიდვას გეგმავს. ნაკვეთზე "პანორამა თბილისის" ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს.

კომენტარები