ბიძინა ივანიშვილი

ბათუმში 6300 კვ.მ. სანაპირო ზოლი ივანიშვილის კომპანიას გადაეცა

ბიძინა ივანიშვილი
Forbes

11 ხმით 6-ის წინააღმდეგ, ბათუმის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას 6000კვ.მ. სანაპირო ზოლი გადასცა.

საკრებულოში გადაწყვეტილებას ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებენ. მათი თქმით, პლაჟი გაუსხვისებელი ტერიტორიაა და გადაწყვეტილების მისაღებად მინიმუმ 17 ხმაა საჭირო.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბაძემ, რუსთავი 2-ის ეთერში დაადასტურა, რომ პლაჟი გაუსხვისებელი ტერიტორიაა, მაგრამ მისი თქმით, სამართალში ვერ ერკვევა.

დღეს, თბილისის საკრებულოში, ოპოზიციის წარმომადგენლებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ისინი პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1900კვ.მ. ფართობის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ.

კომენტარები