ხანძარი ბორჯომის ხეობაში

ბორჯომის ხეობაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი წყლიდან ამოიტანეს

police.ge

ბორჯომის ხეობაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი წყლიდან ამოიტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ვერტმფრენს სპეციალური ტექნიკით თბილისში ექსპერტიზაზე გადმოიტანენ.

ბორჯომის ხეობაში ავზიდან წყლის ავსების დროს საქართველოს კუთვნილი ვერტმფრენი მი-8 წყალში ორი დღის წინ ჩავარდა. ვერტმფრენის ეკიპაჟის ოთხი წევრი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და მხოლოდ გარეგანი დაზიანებები მიიღეს. ეკიპაჟის წერვები კლინიკიდან უკვე გაწერეს. ჯერჯერობით უცნობია რატომ ჩავარდა ვერტმფრენი წყალში.

ადგილი, სადაც საწვავი ჩაიღვარა, ჯებირებით გამოყვეს მდინარის დაბინძურების თავიდან ასარიდებლად. შსს მინისტრი ამბობს, რომ ადგილი შეისწავლეს, დაბინძურება უმნიშვნელო იყო და უკვე გაიწმინდა.

 

კომენტარები