"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" სატრანსპორტო პრობლემებსა და "სითი პარკთან" დადებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა. მისი თქმით "სითი პარკი" გიგი უგულავას შეცდომა და არასწორად დადებული ხელშეკრულებაა.
"დღეს ძალიან ზედპირულად საუბრობენ, რომ "სითი პარკს" მოვიშორებთ. ძალიან სასაცილოა, როდესაც ამაზე საუბრობს კალაძე, რომლის გუნდი დღეს არის ხელისუფლებაში და სამი წლის განმვლობაში ნარმანიას შეეძლო ეს გაეკეთებინა. კალაძე ზოგჯერ ისე გვესაუბრება, თითქოს ის ოპოზიციაშია, პასუხისმგებლობას საერთოდ არ იღებს იმ ძალიან დრამატულ ვითარებაზე რაც ქალაქშია. პრობლემა "სითი პარკის" არსებობა არარსებობაში არ არის, თუმცა "სითი პარკთან" ხელშეკრულება ნამდვილად გადასახედია, პრობლემა ხედვის არ არსებობაშია როგორ უნდა მოგვარდეს პარკირების პრობლემა, თუ ეს ხედვა არ იარსებებს ახალ კომპანიასთანაც იგივე პრობლემა გვექნება."- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





