რეკლამა

საქართველოს ბანკის დაფინანსებით კასპში პირველი სოციალური საწარმო შეიქმნა

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის ფონდმა - „სიცოცხლის ხე“ - კასპში პირველი სოციალური საწარმო შექმნა. საწარმოში წნელისგან ავეჯი და სხვადასხვა ინვენტარი დამზადდება. 

საქართველოს ბანკის ფონდმა საგრანტო კონკურსი 2016 წელს გამოაცხადა. მასში კასპის შშმ პირთა კავშირის პროექტმა 15 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა. სწორედ ამ დაფინანსებით გარემონტდა, შშმ პირებისთვის ადაპტირდა, ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა სოციალური საწარმო.

აღსანიშნავია, რომ 3 თვის განმავლობაში 7 შშმ პირი პრაქტიკული აქტივობების საფუძველზე დაეუფლა წნელზე მუშაობას. მათ ისწავლეს წნელის გამოხარშვა, გაფცქვნა, დამუშავება და მისგან კალათების, ჭაღების, თასების, ავეჯის და ა.შ ნაკეთობების დამზადება. ბენეფიციარებმა შეიძინეს პრაქტიკული პროფესია, დასაქმდნენ სოციალურ საწარმოში და გაუჩნდათ საკუთარი შემოსავლის წყარო.

სოციალური საწარმოს შემოსავალი კასპის შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალურ მიზნებს მოხმარდება, ეტაპობრივად მოხდება საწარმოს გაფართოება და შშმ პირების დასაქმების ზრდა.

საქართველოს ბანკმა გასულ წელს ხუთი სოციალური საწარმო 200 000 ლარზე მეტი ლარით დააფინანსა, დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.

კომენტარები