კრიმინალი

რუსეთის მოქალაქის გაძარცვისთვის სამი პირი დააკავეს

metro.us

სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქის გაძარცვისთვის სამი პირი დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს თბილისში, ალექსიძის ქუჩა N1-ში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ხ. გაძარცვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ სამივე ბრალდებული თბილისში დააკავა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის ნაწილი 3550 აშშ დოლარი, 700 ევრო და 550 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ" - აცხადებს შსს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები