მე არ ვპასუხობს ოლიგარქების ტელევიზიების კითხვებს. ტელეკომპანია იმედი მე მიმაჩნია ივანიშვილის კარის ტელევიზიად. მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ. თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი. აქ არიან სერიოზული პოლიტიკოსები და მოიქეცით ადამიანურად. თქვენი ადგილი არის ივანიშვილის გვერდზე და იქ მიბრძანდით. ნუ უშლით ხალხს ხელს მუშაობაში. თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ხართ ივანიშვილის ჩვეულებრივი აგენტები და ივანიშვილის დაქირავებული ცრუპენტელა არხების წარმომადგენლები.
tbl.ge/2hsd
დაკოპირდა

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პოლონეთში უკრაინისკენ მიმავალ მატარებელზე იმყოფება, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




