ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბს ჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში არიან შშს-ს, სამაშველო სამსახურის, აჭარის საგზაო დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

ფოტო: აჭარის მთავრობა
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სახანძრო სამაშველო ბრიგადები მეტყევეებთან ერთად ოთხ ლოკაციაზე იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო სამშაველო ბრიგადებისა და სატყეო სამსახურების 200-მდე თანამშრომელი.
ხულოში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცეცხლი ნაძვის ხეებს მოედო.





