ხანძარი

მთაწმინდაზე ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში ვერტმფრენი ერთვება

Anastasia Japaridze/Fb.com

მთაწმინდაზე ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში ვერტმფრენი ერთვება. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, სახანძრო ტექნიკის მობილიზება ორი მხრიდან ხდება.

მთაწმინდაზე ცეცხლი სავარაუდოდ, ბალახს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე ათეულობით მეხანძრე მუშაობს.

მთაწმინდაზე ხანძარი 8 აგვისტოსაც გაჩნდა, მაშინ ორი ჰექტარის ფართობის მწვანე ნარგავები დაიწვა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები