დარღვევების გამო კენიის უზენაესი სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად სცნო. განმეორებითი არჩევნები 60 დღის მანძილზე უნდა ჩატარდეს.
კენიაში საპრეზიდენტო არჩევნები 8 აგვისტოს ჩატარდა. მთავარი კანდიდატები მოქმედი პრეზიდენტი უჰურუ კენიატა და ოპოზიციის ლიდერი რაილა ოდინგა იყვნენ.
საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად უჰურუ კენიატა სცნო, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით კომისიის ელექტრონული სისტემა დაჰაკეს და შედეგები გააყალბეს.