ხანძარი

მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია, სავარაუდოდ, ცეცხლი ბალახს უკიდია

Sofia Davidova/Fb.com

თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ბალახს უკიდია.

სახანძრო სამაშველო ჯგუფები ადგილზე უკვე გავიდნენ. 

მთაწმინდაზე ხანძარი 8 აგვისტოსაც გაჩნდა, მაშინ ორი ჰექტარის ფართობის მწვანე ნარგავები დაიწვა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები