ხანძარი

ქავთარაძის ქუჩაზე კორპუსის პირველი სართული იწვის

ქავთარაძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ პირველ სართულზე ხანძარი სავარაუდოდ ძლიერი აფეთქების შემდეგ გაჩნდა. აფეთქებამ ერთ-ერთი კედელი დაანგრია. ადგილზე მობილიზებულია სახანძროს ეკიპაჟები, სასწაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და საპატრულო პოლიცია.

აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. მას დამწვრობის ცენტრში ოპერაციას უკეთებენ.

ხანძრის ამსახველი ვიდეო

 

კომენტარები