ხანძარი

აბასთუმნის ტყეში ხანძარია, ლოკალიზაციის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება

რუსთავი 2

აბასთუმნის ტყეში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. გარდა ამისა, ცეცხლის ლოკალიზების პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირიდან აბასთუმნისკენ მიემართება.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

კომენტარები