კალათბურთი

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა სერბეთის ნაკრები 68:66 დაამარცხა

კალათბურთის ფედერაცია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენში მიმდინარე "აკროპოლისის თასზე" სერბეთის ნაკრებიც დაამარცხა. ანგარიში 68:66 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი საბერძნეთი ანგარიშით 72:71 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები 25 აგვისტოს, თბილისის დროით 19:45 საათზე იტალიას შეხვდება. კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ქართველები აკროპოლისის წარმომადგენლობითი ტურნირის მოგების უმთავრესი კანდიდატები არიან. იტალიამ სერბეთთან 8 ქულით წააგო, ხოლო ბერძნებს დღეს ეთამაშება.

საქართველოს ნაკრებს "აკროპოლისის თასზე" ზაზა ფაჩულია აკლია. მას ტრავმა აქვს მიღებული.

კომენტარები