ჩვენი სამსახური ჩაერთო მაშინ, როცა უნდა გამოჩენილიყო. ჩვენი სამსახური კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მუშაობს. როცა ვითარება დამძიმდა და როცა საჭირო გახდა მობილიზება უფრო მეტი რესურსების, ვიდრე შსს-ს გააჩნია, მაშინ ჩავერთეთ... ჩვენ ჩავერთეთ მაშინ, როცა ამას კანონმდებლობა ითვალისწინებდა. შეგიძლიათ, ჩახედოთ [რას ითვალისწინებს კანონმდებლობა].