ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მასაც ნარკორეალიზაციას ედავება.
ბოლო რამდენიმე დღეში, ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით სულ ხუთი ადამიანი დააკავეს. ყველა შემთხვევაში, შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა.
12 აგვისტოს, ფონიჭალაში, 33 შეკვრა ჰეროინის შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ძმები ჯაფაროვები დააკავეს.
14 აგვისტოს, ფონიჭალაში, 4 შეკვრა ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს.
15 აგვისტოს, ასევე ფონიჭალაში, ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს. გუშინვე, თბილისის გასასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციისას, იმავე ბრალდებით მისი ნათესავი აიყვანეს.