უბედური შემთხვევა

ბათუმში ქალს სატვირთო მატარებელი დაეჯახა

metro.us

ბათუმში ქალს სატვირთო მატარებელი დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, 44 წლის ქალი საავტომობილო გზიდან მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც სატვირთო მატარებელი დაეჯახა. 

საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები