TAV Georgia

TAV Georgia: ამ ეტაპზე ყველა ავიაკომპანია რეისებს შეფერხების გარეშე ასრულებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
TAV GEORGIA

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების დაგვიანებასთან დაკავშირებით TAV Georgia განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, აეროპორტის საავიაციო
საკომუნიკაციო ქსელის შემომავალ არხში სისტემური პრობლემა დაფიქსირდა, რის
გამოც მგზავრთა სარეგისტრაციო სისტემის მომსახურება შეზღუდულად მიეწოდებოდა
ავიაკომპანიების ნაწილს. TAV Georgia-ს ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე ყველა ავიაკომპანის რეისებს შეფერხების გარეშე ავრცელებს. 

"10 აგვისტოს, ღამის 02:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო
საკომუნიკაციო ქსელის შემომავალ არხში სისტემური პრობლემა დაფიქსირდა, რის
გამოც მგზავრთა სარეგისტრაციო სისტემის მომსახურება შეზღუდულად მიეწოდებოდა
ავიაკომპანიების ნაწილს. აღნიშნული პრობლემის შედეგად 02:00-დან 09:00 საათამდე
დაგეგმილი 22 რეისიდან 7 დაგვიანებით შესრულდა. რეისის დაგვიანების მაქსიმალური
დრო 1სთ და 20 წუთი იყო. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ტავ ჯორჯიას IT სამსახური
დაუვაკშირდა კანადაში, მონრეალში გლობალური საავიაციო საკომუნიაციო სისტემის
SITA-ს სათაო ოფისს. ამ ეტაპზე ყველა ავიაკომპანია რეისებს შეფერხების-დაგვიანების
გარეშე ასრულებს." - წერია განცხადებაში. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის პრობლემა გუშინ ღამით შეიქნა, რის გამოც რამდენიმე რეისი დაგვიანებით შესრულდა.

კომენტარები