საფრანგეთი

საფრანგეთის პოლიციამ სამხედროებზე მანქანით დაჯახებაში ეჭვმიტანილი დააკავა

Reuters

საფრანგეთის პოლიციამ დღეს პარიზის გარეუბანში, სამხედროებზე მანქანით დაჯახებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული დაჭრილია. მისი ვინაობა კი ჯერ ცნობილი არ არის. 

დღეს, პარიზის გარეუბანში მანქანა სამხედროებს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის შედეგად 6 ჯარისკაცი დაშავდა, 2 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის პატრიკ ბალკანის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ეს მიზანმიმართული აქტი იყო.

ცნობისთვის, საფრანგეთში 2015 წლის ნოემბრის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

კომენტარები