ნარკოდანაშაული

დიდი ოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს. 1990 წელს დაბადებული მ.ქ. თბილისში აიყვანეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და კუთვნილი მოპედის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 425 აბი ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,9184 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს.

კომენტარები