დღეს, Game of Thrones-ის მე-7 სეზონის მეხუთე სერიის სცენარი ინტერნეტში, სატელევიზიო პრემიერამდე გავრცელდა.
ჰაკერებმა 1 აგვისტოს HBO-ს სერვერებიდან 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს და მას ინტერნეტში ეტაპობრივად ავრცელებენ.
HBO ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი 2015 წელსაც გახდა, როდესაც Game of Thrones-ის მეხუთე სეზონის პირველი 4 სერია ინტერნეტში მოხვდა.
Game of Thrones პირატული გზით ნახვადი ყველაზე პოპულარული შოუა. მეშვიდე სეზონის პრემიერა არალეგალური გზით მისი გამოსვლიდან რამდენიმე საათში 93-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.





