ავტოავარია

ბათუმში ზებრაზე გადასვლისას დედასა და მცირეწლოვან შვილებს ავტომობილი დაეჯახა

metro.us

ქალაქ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ე.წ ზებრაზე გადასვლისას დედასა და ორ მცირეწლოვან შვილს ავტომობილი დაეჯახათ. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

შსს-მ ტაბულას უთხრა, რომ დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ და მცირედი დაზიანება მიადგათ. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია მსუბუქი დაზიანება. 

კომენტარები