მოსკოვის საოლქო სასამართლოში ხუთკაციანი დაჯგუფების წევრებმა ბადრაგს ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლის შედეგად ხუთი თავდამსხმელიდან სამი ლიკვიდირებულია, ხოლო დანარჩენი ორი კი დაჭრილი. მათ გარდა დაშავებულია 3 დაცვის თანამშრომელიც.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა, როდესაც კრიმინალური დაჯგუფების GTA-ს წევრები სამართალდამცავებს ლიფტით გადაჰყავდათ.
ინციდენტის შემდეგ შენობიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, GTA-ს სახელით ცნობილ დაჯგუფებას რამდენიმე მკვლელობაში ედება ბრალი. გავრცელებული ინფორმაციით, 2012-2014 წლებში, დაჯგუფების სახელი 17 ადამიანის მკვლელობას უკავშირდებოდა.





