აშშ

ტრამპი ვეს მიტჩელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნად ნიშნავს

baltictimes.com

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-სა და ტრანსატლანტიკურ საკითხებში მიმომხილველ ვეს მიტჩელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნად ნიშნავს.

2009 წლიდან ვეს მიტჩელი ევროპული ანალიზის ცენტრის პრეზიდენტი იყო.

ვეს მიტჩელის თქმით, ამერიკის გავლენა სამ რეგიონში გამოიცდება – აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მისივე თქმით, ამ რეგიონებში ამერიკას ჰყავს მოკავშირეები, რომელთა უსაფრთხოება ვაშინგტონის პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

მიტჩელის განმარტებით, რუსეთი, ირანი და ჩინეთი აქამდეც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან შეამოწმონ ამერიკის მზაობა დაიცვას საკუთარი მოკავშირეები.

კომენტარები