ამაღამ, 02:00-დან 07:00-მდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

კომპანია თელასის ინფორმაციით, ამაღამ, 15 ივლისს 02:00-დან 07:00 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის, სოფელი ჭალის, სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, სვანების დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ქვემო მელითონეთა დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ჟორდანიას, ღოღობერიძის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომენტარები