ჩრდილოეთ კორეა

გაეროში აშშ-ის რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვებაზე რუსეთმა დაბლოკა

kcna

გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთმა დაბლოკა აშშ-ის ინიციატივა სპეციალური რეზოლუციის მეშვეობით ყოფილიყო ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა დაგმობილი.

მოსკოვის განმარტებით კორეელების მიერ გამოცდილი რაკეტა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა (ICBM) არ იყო. რუსი დიპლომატების განმარტებით ჩრდილოეთ კორეამ სამშაბათს გამოსცადა საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა. 

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ ჩრდილოეთ კორეის მიერ საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდას "მკაფიო და ცხადი სამხედრო ესკალაცია" უწოდა.

ჰეილის თქმით აშშ მზად არის საკუთარი თავისა და მოკავშირეების დასაცავად მზად არის საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოს. მისი თქმით, ერთ-ერთ შესაძლებლობად სამხედრო ძალის გამოყენებაც განიხილება.

"ჩვენ სამხედრო ძალას გამოვიყენებთ თუ საჭირო გახდება, მაგრამ გვირჩევნია მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს", - თქვა ჰეილიმ.

გარდა ამისა, ჰეილიმ ასევე გააფრთხილა ჩინეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩრდილოეთ კორეას, რომ მათი სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს თუ არ შეწყვეტენ კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის დახმარების გაწევას.

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ ჩრდილოეთ კორეის მიერ ახალი რაკეტის გამოცდას "მკაფიო და ცხადი სამხედრო ესკალაცია" უწოდა.

ჰეილის თქმით აშშ მზად არის საკუთარი თავისა და მოკავშირეების დასაცავად მზად არის საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოს. მისი თქმით, ერთ-ერთ შესაძლებლობად სამხედრო ძალის გამოყენებაც განიხილება.

"ჩვენ სამხედრო ძალას გამოვიყენებთ თუ საჭირო გახდება, მაგრამ გვირჩევნია მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს", - თქვა ჰეილიმ.

გარდა ამისა, ჰეილიმ ასევე გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეის პარტნიორი ქვეყნები, რომ მათი სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს თუ არ შეწყვეტენ კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის დახმარების გაწევას.

კომენტარები