საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს. მშვენიერაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს ხმათა უმრავლესობით აირჩია.

აღნიშნულ თანამდებობაზე ვასილ მშვენიერაძემ გიორგი მიქაუტაძე შეცვალა, რომელიც მოსამართლეთა მეოცე რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს.

კომენტარები