ხანძარი ელიავას ბაზრბობაზე

ხოშტარია: თავი შევიკავე ელიავაზე მისვლისგან, პოლიტიკური ქულების დაწერის დრო არ არის

ძალიან ვწუხვარ ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამო. ამ ოცდაათამდე დამწვარი მაღაზიის უკან ასეულობით ადამიანი და მათი ოჯახები დგას. მე განგებ შევიკავე თავი ხანძრის ადგილას მისვლისგან და კამერებთან იმაზე ლაპარაკისგან, რაზეც საკმარისი ინფორმაცია არავის არ გვქონდა. არ შეიძლება, ასეთი ამბები და მისი თანმხლები ემოციები პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოვიყენოთ. ახლა მთავარია ყველამ ერთად ვიმუშავოთ ხანძრის შედეგების აღმოსაფხვრელად და ვიბრძოლოთ, რომ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ეს საქმე დროულად და ბოლომდე გამოიძიონ

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შესახებ

კომენტარები