საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერარ კოლონის თქმით, მამაკაცი, რომელიც პარიზში, ავტომანქანით პოლიციის ფურგონს დაეჯახა, გარდაცვლილია. თავდაპირველად ფრანგული პრესა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მამაკაცი დააკავეს.
"ავტომანქანაში იარაღი და ასაფეთქებელი იყო, რაც აფეთების მიზეზი გახდა. მამაკაცი გარდაცვლილია. საქმის გამოძიება დაევალა პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს. მომხდარი ადასტურებს, რომ საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის დონე ძალიან მაღალია", - აღნიშნა მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 33 წლის იყო, რომელის ვინაობაც სპეცსამსახურებისთვის ცნობილი იყო, როგორც ტერორისტული საფრთხის მატარებელი.
საფრანგეთი
მამაკაცი, რომელიც პარიზში, ავტომანქანით პოლიციის ფურგონს დაეჯახა, გარდაცვლილია

EPA




