მიწისძვრა

გუშინდელი მიწისძვრის შედეგად სიღნაღში ერთი სახლი დაზიანდა

კახეთში მომხდარი მიწისძვრის დროს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში ერთი სახლი დაზიანდა და ბზარი გაუჩნდა. 

ადგილზე მისულმა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ მიწისქვეშა ბიძგებს სხვა შენობები არ დაუზიანებია. არ არიან დაშავებულები. 

5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა კახეთში გუშინ მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან 25 კილომეტრში, ხოლო სოფელ გამარჯვებიდან 15 კმ-ში იყო.

კომენტარები