საქართველოს საპატრიარქოს ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა გადაეცა. მისი ღირებულება 3 045 300 ლარზე მეტია. ახლადრეაბილიტირებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხს გურჯაანის საკრებულოში დღეს უყარეს კენჭი და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კულტურის ცენტრი საპატრიარქოს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეწარმეო სახლის გახსნის მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა.

ფოტო: მუნიციპალური განვითარების ფონდი
ბაკურციხის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია 2017 წლის იანვარში დასრულდა და ის ორ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. შენობას რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ჩაუტარდა.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)