ლონდონი

ლონდონში რამდენიმე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა

PA

ლონდონში ბოლო თავდასხმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.

ლონდონის ხიდზე სატვირთო მანქანის შეჯახების გარდა, ქალაქის ორ ადგილას (ვოქსჰოლი და ბოროუს ბაზრობა) იყო სროლა და დანით თავდასხმა, რასაც პოლიციამ სროლითვე უპასუხა. ამ ეტაპზე, ინციდენტების ერთმანეთთან კავშირი უცნობია.

ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები და გადაადგილდება ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა.

პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს - გაიქცეს ან დაიმალოს უსაფრთხო ადგილას, ტელეფონი გადაიყვანოს უხმო რეჟიმზე, საშიშროების გადავლის შემდეგ კი, დარეკოს პოლიციაში. 

კომენტარები